Posts

29.05.2025 ინგლისური კლუბის წევრების შემაჯამებელი შეხვედრა

Image
  დღეს შემაჯამებელი შეხვედრა დავასრულეთ იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმში ვიზიტით.მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი ინგლისური ენის კლუბში აქტიური მონაწილეობისათვის. მიზანი აქტივობის: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება. მოგეხსენებათ ,რომ არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში. არაფორმალური განათლება მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს, იკვლიოს მისთვის საინტერესო საკითხი და მეგობრებთან ერთად , ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს, განახორციელოს ბევრი საინტერესო აქტივობა. ასეთი სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა მორგებული, მასზეა ორიენტირებული, რაც მოსწავლეების დაინტერესებას იწვევს. ინტერესი კი ზრდის მოტივაციას. https://www.facebook.com/share/r/1J6ZnpUNpB/

პროექტის პრეზენტაცია

Image
ინგლისური ენის კლუბის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა თემაზე:,,ღირსშესანიშნავი ადგილები გორში". მიზანი:არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეებში პრაქტიკული უნარებისა და ლიდერული უნარების განვითარება. მე-7კლასი. ბერბუკის საჯარო სკოლა.

Earth day/დედამიწის დღე

Image
 დედამიწის დღე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  და ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს მრავალფეროვანი საინფორმაციო,შემეცნებითი აქტივობებით.ბერბუკის საჯარო სკოლის მე6, მე7 კლასებთან ერთად, მოეწყო საინფორმაციო ვიდეო რგოლის ჩვენება. ✅️მიზანი: ბუნების მნიშვნელობის უკეთ გააზრება,გაფრთხილება. მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ვიდეო, რომლის გარშემოც გავმართეთ დისკუსია. ასევე, გამოთქვეს მათ თავისი ვარაუდები და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პლანეტის მიმართ. ✅️მცენარეების დარგვა🌿 ✅️მიზანი: მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ზრუნვის უნარის განვითარება ცოცხალი ბუნების მიმართ. მოსწავლეებმა ჯგუფურად დარგეს მცენარეები ქოთანში და შექმნეს საინფორმაციო პლაკატი თემაზე : ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას".

ცნობილი ადამიანები წარსულიდან", ანა ფრანკი.13.02.2025

Image
 ბერბუკის საჯარო სკოლის მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური  ენის კლუბის ფარგლებში, გორის ამერიკულ კუთხეში, მოაწყვეს შეხვედრა თემაზე: ,,ცნობილი ადამიანები წარსულიდან, ანა ფრანკი" . მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ანა ფრანკის შესახებ და  პრეზენტაციის სახით წარუდგინეს მე-7 კლასის მოსწავლეებს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პოსტერი , იმსჯელეს მის ბიოგრაფიაზე და ნახეს მოკლე მეტრაჟიანი ფილმი ანა ფრანკის ცხოვრების შესახებ.შეხვედრას უძღვებოდა ინგლისური ენის კლუბის კურატორი: ციცი ბუზიაშვილი. Anne Frank

ppt file Anne Frank

 ppt file

30.01.2025

Image
 ინგლისური ენის კლუბი.ბერბუკის საჯარო სკოლა,მე-7 კლასი. შეხვედრა თემაზე:  ,,ჩემი ოჯახი".   30.01.202 5

23.01.2025 ინგლისური ენის კლუბი. შეხვედრა თემაზე: ინგლისელი მწერლები.

Image
23 იანვარს,ბერბუკის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ინგლისელი მწერლები.  შეხვედრაზე მათ ისაუბრეს ცნობილ ინგლისელ მწერალზე ჩარლზ დიკენსზე.წარადგინეს მისი ბიოგრაფია და განიხილეს ჩარლზ დიკენსის ცნობილი ნაწარმოები,როგორიცაა ,,საშობაო სიმღერა" და ,,ოლივერ ტვისტის თავგადასავალი". 23.01.2025