29.05.2025 ინგლისური კლუბის წევრების შემაჯამებელი შეხვედრა
დღეს შემაჯამებელი შეხვედრა დავასრულეთ იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმში ვიზიტით.მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი ინგლისური ენის კლუბში აქტიური მონაწილეობისათვის.
მიზანი აქტივობის: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება.
მოგეხსენებათ ,რომ არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში. არაფორმალური განათლება მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს, იკვლიოს მისთვის საინტერესო საკითხი და მეგობრებთან ერთად , ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს, განახორციელოს ბევრი საინტერესო აქტივობა. ასეთი სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა მორგებული, მასზეა ორიენტირებული, რაც მოსწავლეების დაინტერესებას იწვევს. ინტერესი კი ზრდის მოტივაციას.
https://www.facebook.com/share/r/1J6ZnpUNpB/




Comments
Post a Comment